Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

საინფორმაციო შეხვედრა - "უმაღლესი განათლება ესტონეთში"

31 იანვარს, 15:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა - "უმაღლესი განათლება ესტონეთში". შეხვედრაზე მომხსენებლები ისაუბრებენ ესტონეთის განათლების სისტემაზე, უმაღლეს განათლებაზე, ინგლისურენოვან სასწავლო პროგრამებზე უნივერსიტეტებში (ბაკალავრი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა), მოკლევადიან კურსებზე (საზაფხულო სკოლები), დაფინანსებებზე, უნივერსიტეტებში ჩაბარების პროცედურებზე, ესტონეთში ცხოვრებისა და მოგვიანებით მუშაობის პირობებზე.

მომხსენებლები:

- ალექსანდრე ჩანადირი, საერთაშორისო მარკეტინგის კოორდინატორი ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში.

- ელის რებანე, საერთაშორისო მარკეტინგის სპეციალისტი ტარტუს უნივერსიტეტში.

როგორც ტარტუს ასევე ტალინის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტში შესაძლებელია ჰუმანიტარული, სოციალური და ზუსტი მეცნიერებების მიმართულებით განათლების მიღება.

მისამართი: ი.ჭავჭავაძის გამზ. N1, თსუ I კორპუსი, 101-ე აუდიტორია.